logo_geo
eng_logo
კახაბერ გვანცელაძემ საბავშვო ბაღების შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტები დაათვალიერა
- +

13 იანვარი. 2020. 17:20

 

 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ მთაწმინდის რაიონში მდებარე N55, N4 და N150 ბაგა-ბაღებში მიმდინარე გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტები დაათვალიერა. სამივე ბაღის გამაგრების სამუშაოები 2019 წელს დაიწყო, მათგან N150 ბაღმა სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბერს განაახლა და იქ ამჟამად, გარე-პერიმეტრზე დარჩენილი სამუშაოები გრძელდება. რაც შეეხება N55 და N4 ბაღებს, ორივე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მათი გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტები შედარებით გრძელვადიანია. ამ ეტაპზე ორივე ობიექტზე სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

„N4 და N55 ბაღების შენობების მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, მათი პროექტები წელიწადზე მეტ პერიოდზე იყო გათვლილი და სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. N55 ბაღი ალტერნატიულ ფართში აგრძელებს ფუნქციონირებას, ხოლო N4 ბაღის კონტინგენტი ახლომდებარე ბაღშია გადანაწილებული, შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი ამ პროექტების მიმდინარეობის მიუხედავად, არ ფერხდება“, - განმარტა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner