logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გვარამიას და ადეიშვილის პროკურატურა საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება
- +

13 იანვარი. 2020. 17:25

 

 

„გვარამიას და ადეიშვილის პროკურატურა საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება“, - ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, შეძლებს თუ არა პარლამენტი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გენერალური პროკურორის დანიშვნას.

 

„გვარამიას და ადეიშვილის პროკურატურა საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება. მათი პროკურატურა იყო მიკერძოებული, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეპრესიების მთავარ ინსტრუმენტად გამოიყენებოდა. ეს არასდროს დაბრუნდება. ჩვენი ხელისუფლება პროკურატურას არასდროს გამოიყენებს როგორც რეპრესიულ ინსტრუმენტს. პროკურატურა იქნება მიუკერძოებელი და ეფექტიანი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner