„პოლიტიკაში შესვლა ვერავისთვის გახდება იმუნიტეტი“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, რომ მათ საქმეზე სასამართლო პროცესის ფორსირებულად წარმართვის მიზეზი პოლიტიკური დევნაა.
„როდესაც ეს საქმე აღიძრა, მაშინ პოლიტიკურ საქმიანობაში არ იყო ჩართული არც ერთი მათგანი. დღეს ჩართული არიან პოლიტიკაში, თუმცა, პოლიტიკური საქმიანობა, მითუმეტეს, პოსტფაქტუმ, არ შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც იმუნიტეტის შეძენის საშუალება. ამის ნიშნებს ვხედავთ. სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკური კონტექსტისგან დამოუკიდებლად უნდა იყოს განხილული. პოლიტიკაში შესვლა ვერავისთვის გახდება იმუნიტეტი“, - განაცხადა კობახიძემ.