logo_geo
eng_logo
2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის 42 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
- +

14 იანვარი. 2020. 14:05

 

2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის 42 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაშია აღნიშნული, არჩევნების ჩატარების ღონისძიებები ქვეყანას 32,349,928 ლარი დაუჯდება. აქედან 19 მილიონ ლარზე მეტი შრომის ანაზღაურებისთვისაა გამოყოფილი, ხოლო 9 მილიონი ლარი საქონელსა და მომსახურებაზე.

 

არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებისთვის 1 061 000 ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, რამდენიმე მილიონი ლარია გამოყოფილი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის. კერძოდ, ამ მიმართულებით 7 238 050 ლარი დაიხარჯება.

 

რაც შეეხება, რეკლამას, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი 2 111 674 ლარს შეადგენს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner