logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და თავს არ დავუხრით არავის!
- +

15 იანვარი. 2020. 12:07

 

 

„ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და თავს არ დავუხრით არავის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ მოადგილეებს და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მიმართა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ.

 

„მინდა, მივმართო მოადგილეებს, გავაფრთხილო საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, გამგებლები, რომ თქვენი მიმართულებებით მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ კორუფციის პრევენციაზე. რაიმე არ გამოგეპაროთ! იცით ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ყველანაირად გვერდში დავუდგებით და არავის დავტოვებთ მარტო. მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ვიქნებით ძალიან პრინციპულები. იყო მაგალითები, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან. ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება - მაქსიმალური ყურადღება ამ მიმართულებით, რომ ყველანაირი პრობლემა ავიცილოთ თავიდან“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner