ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ საქართველოში გაერო-ს მუდმივ წარმომადგენელს - ქალბატონ საბინე მახლს უმასპინძლა.
მარიამ ჯაშმა გაერო-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გააცნო ახლადშექმნილი ფრაქციის შემადგენლობა და ის საკანონმდებლო პრიორიტეტები, რომელზეც „დამოუკიდებელი დეპუტატები“ იმუშავებენ 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.