logo_geo
eng_logo
ელიზაბეთ რუდი: მოვუწოდებთ დე-ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას გამშვები პუნქტები და მისცეს მოსახლეობას შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება
- +

15 იანვარი. 2020. 13:27

 

 

„მოვუწოდებთ დე-ფაქტო ხელისუფლებას, მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშში რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

 

„აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ დე-ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას გამშვები პუნქტები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე და მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების, სამედიცინო დახმარების მიღებისა და შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება“, - განაცხადა რუდმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner