logo_geo
eng_logo
კახეთში ველისციხის რეაბილიტაცია იგეგმება
- +

15 იანვარი. 2020. 15:42

 

 

კახეთში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი იწყება. მუნიციპალური განვითარების ფონდი ველისციხის რეაბილიტაციას გეგმავს.

 

მეხუთე საუკუნის სოფელი, რომელიც ჰერეთის პოლიტიკურ ცენტრად ითვლებოდა, მალე ძველ, არქიტექტურულ სახეს დაიბრუნებს.

 

პროექტის ფარგლებში, ფუნქციას დაიბრუნებს თეატრი, სადაც პირველი სპექტაკლი საუკუნის წინ დაიდგა, განახლდება 55-მდე საცხოვრებელი სახლის გარე ფასადი, მთავარი ქუჩა და მიწისქვეშა გვირაბები, გაიხსნება საოჯახო სასტუმროები და კაფე-ბარები.

 

ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, აგრეთვე, კაკაბეთი-ჭერემი-ველისციხის გზის გაყვანა იგულისხმება, რაც ველისციხეს რეგიონულ და ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრად აქცევს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner