logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ანაკლიის პროექტი აღარ გაჯანჯლდება და უფრო სწრაფადაც შეიძლება დაიწყოს მშენებლობა ახალი ინვესტორის შერჩევის შემთხვევაში
- +

15 იანვარი. 2020. 15:56

 

 

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მიმაჩნია, რომ „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა მთავრობის მიერ იყო ლოგიკური ქმედება. ეს არ ნიშნავს, რომ პორტი ანაკლიაში აღარ აშენდება. პირიქით, პროექტი აღარ გაჯანჯლდება და უფრო სწრაფადაც შეიძლება დაიწყოს მშენებლობა ახალი ინვესტორის შერჩევის შემთხვევაში.

 

რატომ იყო კონსორციუმი წარუმატებელი?

 

  1. მე არსად მინახავს მათი ბიზნესის განვითარების (მარკეტინგული) გეგმა, სადაც გამოჩნდებოდა რომ ამ ხალხს ნალაპარაკები აქვს მსოფლიოს ტვირთების გადამზიდავ გიგანტებთან „Maersk“-თან, „MSC“-თან, „Hapag-Loyd“-თან და სხვებთან, რაც დაანახვებდა საერთაშორისო ბანკებს ამ პროექტის მომგებიანობას.

 

  1. ამერიკული „Conti“, ფაქტობრივად, ფორმალურად მონაწიელობდა პროექტში და ამის შესახებ თვითონ კონსორციუმის წევრები აცხადებდნენ პრესის წინაშე.

 

  1. არაეთიკური იყო პირდაპირი და ღია თავდასხმები ფოთის პორტის მფლობელ „APM“-ზე, რომელიც „Maersk“-ის შვილობილია. ანუ, „Maersk“-თან საბოლოოდ გაიფუჭეს საქმე.

 

  1. კონსორციუმის ხელმძღვანელებმა თავიანთი ემოციურობით ძალიან ცუდად წარმართეს კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან. ხელისუფლებასთან საერთოდ მოიჭრეს მისასვლელი გზები. საერთაშორისო, სერიოზულ კომპანიებში ასეთ მენეჯმენტს არასოდეს არავის პატიობენ.

 

  1. ბოლოს, ძალიან მოკლედ: თავიანთი ფული არ აქვთ“, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner