logo_geo
eng_logo
სოფო კილაძემ ქუთაისის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 10 მთავრი პროგრამა წარუდგინა
- +

15 იანვარი. 2020. 17:53

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ადგილობრივებს დეტალურად გააცნო, რას ცვლის „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ და რა სიკეთეებს მოუტანს  ეს რეფორმა ბავშვებსა და ოჯახებს.

 

შეხვედრას ქუთაისის და წყალტუბოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები: გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე და ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდნენ.

 

ქუთაისისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებმა სპეციალური კითხვარის დახმარებით სამი ძირითადი პროგრამა შეარჩიეს -  ოჯახის მხარდაჭერა, ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და განათლების ხელმისაწვდომობა. სწორედ ამ პროგრამებს მიენიჭება უპირატესობა კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ ქუთაისსა და წყალტუბოში.

 

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მე-9 მოწვევის პარლამენტმა, 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო, თუმცა  კოდექსი ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შედის. მანამდე კი სხვადასხვა უწყებებმა და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა, სხვადსხვა პროგრამები უნდა შეიმუშაონ და დანერგონ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner