ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სურენ დიდის სტატისტიკა
ჯერ ხაზარაძემ დააბრეხვა, სომხეთმა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით გაუსწროო!
მერე სააკაშვილიც გამოვარდა და აქოთქოთდა, ტიგრან მეორე დიდის დროიდან, საქართველო პირველად ჩამორჩა სომხეთსო!
ჰოდა, ეს ამბავი ერევანშიც გახმაურდა და სომხეთის ყოფილმა პრემიერმა ბაგრატიანმა განმარტა, ახლა არა, მაგრამ სააკაშვილის მმართველობისას, 2003-2009 წლებში, სომხეთი მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით კი უსწრებდა საქართველოსო!
ამ სამიდან, ბაგრატიანი ყველაზე პატიოსანი სომეხია, აშკარად!
ტიგრანა დიდს ებარებოდე, მიშიკო!“ - წერს გიგაური.