logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: როცა „112“-ის წარმომადგენლები პაციენტებს უსვამენ კითხვებს, სწორია, რადგან გამოძახება მიზნობრივი უნდა იყოს
- +

15 იანვარი. 2020. 18:44

 

 

„როცა „112“-ის წარმომადგენლები პაციენტებს უსვამენ კითხვებს, აბსოლუტურად სწორია, ვინაიდან გამოძახება უნდა იყოს მიზნობრივი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა.

 

„ეს არ არის საქართველოს სტანდარტი, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. ეს არის, რა თქმა უნდა, სავალდებულო. ამ კითხვების საშუალებით შეგვიძლია გამოვყოთ, რომელია მწვავე გამოძახება, სადაც მყისიერად უნდა მოხდეს ბრიგადის გაგზავნა. რაც შეეხება დაგვიანებებს, სასწრაფო იგვიანებს იმის მიხედვით, თუ რამდენად მწვავეა გამოძახება და ის გამოძახებები, რომლებიც არის მწვავე და ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ვცდილობთ, რომ იქ არ დავიგვიანოთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner