„არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ, რომელი პოლიტიკური პარტიის წევრია. მით უმეტეს, როდესაც ოჯახთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად არის ადამიანი, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ფაქტები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებით, ბაკურიანში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განუცხადა.
„ძალიან ცუდია ასეთი ფაქტები. როგორც ვიცი, ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება შს სამინისტროს მხრიდან. ადრეც იყო ასეთი შემთხვევები და მე მაშინაც ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება მქონდა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ რომელი პოლიტიკური პარტიის წევრია, მითუმეტეს, როდესაც ოჯახთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად არის, კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.