logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: იყო მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა, შვილებზე მუქარაც იყო
- +

14 იანვარი. 2020. 23:49

 

 

ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. დეპუტატმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა, მისთვის უცნობი მამაკაცი მას დაემუქრა.

 

„ბაკურიანში ჩემს სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ვიყავი კაფეში, სასრიალოსთან ახლოს და ვვახშმობდით. ამ დროს ჩემთვის უცნობმა კაცმა დაიწყო შეურაცხყოფის მოყენება და დებოში ატეხა. ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა, იყო მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა. შვილებზე მუქარაც იყო“, - ამბობს ოხანაშვილი.

 

პირი, რომელმაც დეპუტატს შეურაცხყოფა მიაყენა, ვახტანგ რობაქიძეა. ის პოლიციამ ადმინისტრაციული წესით უკვე დააკავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner