logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: 2019 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი რეკორდულია
- +

15 იანვარი. 2020. 19:30

 

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„2019 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი რეკორდულია. წინა წელთან შედარებით ეს ექსპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3 771.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ნოემბრის მსგავსად, როდესაც ექსპორტის რეკორდული 25-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც თანხობრივად 345 მლნ აშშ დოლარია, მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერშიც. ექსპორტი წინა წელთან 18.7 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 390.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად - 489.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია და წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული.

 

ექსპორტის ზრდა და საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესება გარდა იმისა, რომ პოზიტიურად აისახება საგადამხდელო ბალანსზე და მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციაზე, იგი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორებია. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დეკემბერში ჯერ დათვლილი არ არის, გასული წლის 11 თვის მაჩვენებელმა საპროგნოზოს მნიშვნელოვნად გაუსწრო და 5,3 პროცენტი შეადგინა, და თუ ოქტომბერ-ნოემბრის ზრდის მაჩვენებლებს მივიღებთ მხედველიბაში, დიდი ალბათობით მეოთხე კვარტალში ყველაზე მაღალი 6 %-იანი ზრდა დაფიქსირდება, ხოლო წლიური ზრდის საშუალო სიდიდეც 5.4-5.5 % ის ფარგლებში იქნება, რაც ბოლო წლებში სარეკორდო მაჩვენებელია, რაც საპროგნოზო დონეს თითქმის ერთი პროცენტული პუბქტით აღემატება.

 

წლის სარეკორდო ზრდის მაჩვენებლით დასრულება საქართველოს მთავრობის აქტივში უნდა ჩაიწერის, რადგან ზრდის ეს მაჩვენებელი გაზრდილი საგარეო რისკების პირობებშია მიღებული, რასაც ემატება შიდა დესტაბილიზაციაც და ივნისში განვითარებული რევოლუციური სცენარის ნეგატიური ზეგავლენა თუნდაც ტურისტულ ინდუსტრიაზე და სავალუტო კურსზე. სააკაშვილის ბოლო ინტერვიუც ადასტურებს რევოლუციური სცენარის რეალობას, რაც წარმოადგენს რა ექსტრალეგალურ რისკს, ეკონომიკაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. რომ არა ეს ფაქტორები, წელს ზრდა 6 %-ის ფარგლებშიც კი იქნებოდა“, - წერს ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner