ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„თუ სწორად მახსოვს, სააკაშვილის ზეობის ხანაში დაპატიმრებულ იქნა 17-მდე ჟურნალისტი. მიუხედავად იმისა, მათ მიმართ წარდგენილი ბრალი სასამართლომ და შესაბამისად გამოძიებამაც, ვერ დაადგინა, ვერ დაადასტურა, ჟურნალისტების უმეტესობამ სასჯელი (არცთუ ისე მცირე) ბოლომდე მოიხადა. უმეტესობას ბრალად თაღლითობა ჰქონდა წარდგენილი.
რაც ეხება სააკაშვილის მეორე განცხადებას, რომ თითქოს მის ეპოქაში პოლიტიკოსები არავის დაუკავებია, ესეც სიცრუეა, მაგრამ დრომ გამოავლინა, რომ პოლიტიკოსთაგან უმეტესობა, ვისაც ეპოქა დევნიდა, დღეს სააკაშვილის მეხოტბეა - „მე მომკლეს, ბაბუ“.
მესამე და მთავარი, სააკაშვილის განცხადებით, სამართლიანი სასამართლო ვერც ერთ ეპოქაში ვერ ჩამოყალიბდა. მას „დაავიწყდა“, რომ კონსტიტუციის დარღვევით „ჩატარებული რეფორმა“ სამართლიან სასამართლოს ვერ ჩამოაყალიბებდა.
სხვათაშორის, არაერთი მოსამართლე გაასამართლეს მიშას დროს, არაერთი იდევნებოდა.
ერთ-ერთი მოსამართლე დააკავეს რეჟიმისთვის არასასურველი განაჩენის გამოცხადების გამო, მან სასჯელი ბოლომდე მოიხადა...“ - წერს დარეჯან მეფარიშვილი.