logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია დიდი ბრიტანეთის ელჩს, ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა
- +

18 იანვარი. 2020. 10:52

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი  ბერაია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.

 

მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

 

ჯასტინ მაკკენზი სმიტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა პარლამენტის მხრიდან საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების, მოკლე ვადაში რატიფიცირებისთვის.

 

ირაკლი ბერაიამ ელჩს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარება გააცნო.

 

მან დიპლომატს მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მიერ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის ასევ,ე თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების  მტკიცე მხარდაჭერისთვის. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner