ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია აცხადებს, რომ რეპუბლიკელი კონგრესმენის მარკიუნ მალინის წერილს, რომელშიც ის საქართველოს მთავრობას ამერიკული კომპანიების მიმართ მტრულ განწყობაში ადანაშაულებს, პირადი ინტერესი უდევს საფუძვლად.
„აღნიშნული კონგრესმენის მიერ წერილის გავრცელება არ გამკვირვებია, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ ის კომპანია „ფრონტერას“ ოფიციალური ლობისტია. „ფრონტერას“ კი საქართველოს ხელისუფლებასთან დავა აქვს და $3 მლრდ-ს ითხოვს. მასთან არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბევრ ქვეყანას აქვს კითხვები. ეს არის კომპანია, რომელშიც ძალიან ბევრი კრიმინალური დანაშაული ხდებოდა და მას არაერთ ქვეყანასთან აქვს დავა. საქართველოსა და „ფრონტერას“ შორის დავა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოშია. ეს არის კომპანია, რომელსაც პირდაპირი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული კონგრესმენთან და უხდის ხელფასს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნეგატიური განცხადება მხოლოდამხოლოდ „ფრონტერადან“ გამომდინარე იყო გაკეთებული.
კონგრესმენს პირადი ფინანსური ინტერესი აქვს და ვალდებულია, როგორც ლობისტმა დაიცვას „ფრონტერა“. აქედან გამომდინარე მისი განცხადება ვერ ჩაითვლება ობიექტურად.
ამასთანავე, ჩვენ კარგად ვიცით ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება. მისი მოსვლის შემდეგ საქართველო პირველად ჩაიწერა კონგრესის დოკუმენტებში, როგორც ქვეყანა, რომელსაც ამერიკა უნდა დეხმაროს. ამიტომ კონგრესმენი მალინის განცხადებას აღვიქვამ სუბიექტურ ქნედებად, რომლის მოტივი არის მხოლოდდამხოლოდ ფული“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.
ცნობისთვის, აშშ-ს კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა მარკუინ მალინიმ საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამერიკული კომპანიების მიმართ აგრესიულ ქმედებებს შეწყვეტს.