პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს სევერინ შაპაზს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებულ საქმიანობას შეეხო, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
არჩილ თალაკვაძემ სტუმრებს, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გააცნო.