logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
- +

21 იანვარი. 2020. 18:29

 

 

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ასევე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. განსაკუთრებული აქცენტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების პრობლემატიკაზე გაკეთდა.

 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) როლი.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა და ტოივო კლაარმა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზეც იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner