„სააკაშვილის ბიძა, რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ უმაღლესი რანგის ოფიცერი საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებოდა“, - ამის შესახებ გადაცემა „არენაში“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ NDI-ს ბოლო კვლევის შეფასებისას განაცხადა.
„გრიგოლ ვაშაძე არის ჩეკისტი. ის ე.წ. „კაგებეს“ თანამშრომელია. ეს არასოდეს დამალულა. ის ამ გზით მოხვდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, საიდანაც საზღვარგარეთ სახელოვნებო კოლექტივებს დაჰყვებოდა და მათზე დასმენა ევალებოდა. ეს იცის ლორა თორნტონმაც და „ევროპის სახალხო პარტიამაც“. რასაც რუსეთის უშიშროების საბჭოში დაუწერენ, იმას აკეთებენ ზუსტად. ამას აკეთებდა სააკაშვილი ბიძამისის მეშვეობით. ყველგან შემიძლია ეს დავამტკიცო, რომ ის, რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ უმაღლესი რანგის ოფიცერი, საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებოდა და ეს კატასტროფული ომით დამთავრდა“, - განაცხადა ხაინდრავამ.