logo_geo
eng_logo
ბექა ლილუაშვილი: ვფიქრობთ, დავოსში გამართული ბიზნესშეხვედრების შედეგად, საქართველოში განხორციელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
- +

22 იანვარი. 2020. 11:16

 

„დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი გამართავს შეხვედრებს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან და ვფიქრობთ, გვექნება მნიშვნელოვანი შედეგები, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში განხორციელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და განვითარდება სხვადასხვა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმოო ხაზები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განააცხადა.

 

მისი განმარტებით, კომპანიები, რომლებთან შეხვედრაც დღეს დავოსში გაიმართება, წარმოადგენენ ქვეყნის საინვესტიციო პორტფელის სტრატეგიულ მიმართულებებს - ეს არის ენერგეტიკა, ეკონომიკის რეალური სექტორი, კომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა.

 

„შეხვედრები გაიმართება ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან „Oneweb“, „Coca-cola“, „Siemens Energy“ და სხვა. კერძო სექტორის ამ წარმომადგენლებს აერთიანებთ ინტერესი, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში განახორციელონ ინვესტიციები და შექმნან საწარმოო სიმძლავრეები. ვფიქრობთ, ამ შეხვედრებს ექნება მნიშვნელოვანი შედეგები, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში განხორციელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და განვითარდება სხვადასხხვა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმოო ხაზები“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner