logo_geo
eng_logo
„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან ეტაპობრივად 8 მარშრუტზე განაწილდებიან
- +

22 იანვარი. 2020. 15:22

 

„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან ეტაპობრივად 8 მარშრუტზე განაწილდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან მგზავრებს დამატებით 4 მარშრუტზე მოემსახურება. კერძოდ:

 

N17 - გადასასვლელი ხიდი - მუხიანის მე-4 მიკრორაიონი;

N27 - სადგურის მოედანი - ვაშლიჯვრის დასახლება;

N62 - სადგურის მოედანი - ზღვისუბნის დასახლება;

N73 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - გლდანულა;

 

27 იანვრიდან კი,  ახალი ავტობუსები შემდეგ 4 სამარშრუტო ხაზზე გავლენ:

N40 - ვარკეთილის მეურნეობა - ისანი;

N45 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანი;

N60 - გადასასვლელი ხიდი - მეტროსადგური „ღრმაღელე“;

N99 - მეტროსადგური „დელისი“ - ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.

 

ავტობუსების ახალი 40 შემადგენლობა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას 21 იანვარს წარუდგინა.

 

მუნიციპალური  ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში,  თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს  220 ერთეული „ISUZU“-სა და 90 ერთეული „MAN“-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება  ბოგდანის მარკის ძველი ავტობუსები“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner