logo_geo
eng_logo
ზაზა ხუციშვილი: დიმიტრი ხუნდაძე თავიდანვე პროპორციულზე გადასვლის წინააღმდეგი იყო
- +

22 იანვარი. 2020. 15:39

 

„როდესაც ეს გადაწყვეტილება გამოცხადდა, მე მინდა, სამართლიანობისთვის აღვნიშნო, რომ ბატონი დიმიტრი ხუნდაძე მაშინაც წინააღმდეგი იყო, თუმცა, შემდეგ გუნდურ გადაწყვეტილებას დაეთანხმა“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით და ამ თემებს ვიხილავდით უმრავლესობის ფორმატში, გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ პროპორციულთან დაკავშირებით იყო გუნდური გადაწყვეტილება და როცა გამოცხადდა, მე მინდა სამართლიანობისთვის აღვნიშნო, რომ ბატონი დიმიტრი ხუნდაძე მაშინაც წინააღმდეგი იყო, თუმცა, შემდეგ გუნდურ გადაწყვეტილებას დაეთანხმა. თორემ მაშინვე წინააღმდეგი იყო ამ სისტემაზე გადასვლის“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner