logo_geo
eng_logo
გიორგი გაჩეჩილაძე: მეტი მუშაობაა საჭირო აშშ-ში ჩვენს მეგობრებთან, რადგან ისინი ინფორმირებულები არ არიან
- +

26 იანვარი. 2020. 16:13

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარის გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა არა თუ შეფერხდება, კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.

 

„სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან არ შეფერხდება და არც პრობლემა ექნება, პირიქით, უფრო გაძლიერდება, რადგან კიდევ დამატებით ორმხრივი სტრატეგიული ინტერესები გაჩნდა. უბრალოდ, საყურადღებოა მეგობარი კონგრესმენების და სენატორის პოზიცია, თუმცა ეს ბოლო წერილი რომ ვნახე, ცოტა გამიკვირდა, რადგან ალბათ აქ არაინფორმირებულობის საკითხი დგას. როგორ შეიძლება საქართველოზე ილაპარაკო, რომ საქართველოში არის მედიის პრობლემები ან გამოხატვის თავისუფლებას ექმნება პრობლემები. ამიტომ, მეტი ინფორმირებაა საჭირო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

 

გაჩეჩილაძის თქმით, საქართველოში 2020 წელს არჩევნები დემოკრატიულად, ბევრი საერთაშორისო დამკვირვებლის მონაწილეობით ჩატარდება.

 

„რომც მოინდომონ, ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. ვფიქრობ, საჭიროა უფრო მეტი მუშაობა ჩვენს მეგობრებთან შეერთებულ შტატებში, რადგან ისინი ინფორმირებულები არ არიან. ქვეყანში არც პოლიტიკური დევნაა. ყველა დამნაშავეს პასუხი უნდა მოეკითხოს“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

 

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზე მნიშვნელოვანი წერილი მიიღო სენატის წევრ როჯერ ვიკერისგან. მისივე თქმით, წერილი გასული წლის დეკემბრით თარიღდება და ის არ გასაჯაროვებულა. სალომე სამადაშვილმა საზოგადოებას წერილის შინაარსი გააცნო.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner