logo_geo
eng_logo
მეუფე გრიგოლი ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების აკრძალვაზე: აუცილებლად დავინტერესდები და შევეცდები, გავერკვე დეტალებში
- +

26 იანვარი. 2020. 16:17

 

„აუცილებლად დავინტერესდები და შევეცდები, გავერკვე დეტალებში“, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების აკრძალვის საკითხზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

„აუცილებლად დავინტერესდები და შევეცდები, გავერკვე დეტალებში. მე არა ვარ არასამთავრობო ორგანოს წარმომადგენელი, არც დამოუკიდებელი ექსპერტი, მე თვითონ ამ ინსტიტუციის წარმომადგენელი ვარ - ეკლესიისა და ბუნებრივია, ჩემი მხრიდან ასეთი დაპირისპირების ფორმატში საუბარი არ იქნებოდა სწორი, თუმცა, რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რაც ადამიანებს არ მოსწონთ და შეიძლება, მეც ასევე რაღაც არ მომწონდეს. ვეცდები, კონკრეტულად ამ საკითხით დავინტერესდე და გავარკვიო“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

 

კითხვაზე, მეუფე პეტრეს განყენების შემდეგ არის თუ არა მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერება შურისძიების გაგრძელება, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს სამართლიანი სასამართლოს უფლება აქვს.

 

„საერთოდ, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება სამართლიანი სასამართლოსი. ნუ მთხოვთ ისეთ კომენტარებს, რაც სიტუაციას უფრო დაამძიმებდა. მაქსიმუმი ვთქვი, რაც გითხარით“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

 

აღნიშნული კომენტარი მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ბრძანების თანახმად, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აეკრძალა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner