logo_geo
eng_logo
სოსო გოგაშვილი: ვკითხულობ ამერიკელი კონგრესმენების გაუთავებელ წერილებს და ერთი კითხვა გამიჩნდა...
- +

27 იანვარი. 2020. 12:56

 

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გამარჯობა, მეგობრებო, ვკითხულობ ამ ბოლო დროს მაჟორიტარული წესით არჩეული ამერიკელი კონგრესმენების გაუთავებელ წერილებს და ერთი კითხვა გამიჩნდა: ლობისტობა კანონით რეგულირდება იქ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, თუ ისინი რომელიმე კომპანიის მიერ ფინანსდებიან ოფიციალურად (თუმცა, შეიძლება ის კომპანია გადამგდები და თაღლითი იყოს). ამავდროულად ჩვენი საგარეო მიმართულების ვექტორები რომ უსუსტესია, ესეც ჩანს, მაგრამ ამ წერილებმა უმრავლესობაში რა რეაქციებიც გამოიწვია, მაფიქრებინებს, ხომ არ ფინანსდებიან ისინი სხვა არხიდანაც ირიბად? რომელიც უნებლიეთ, ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობის შექმნას უწყობს ხელს საქართველოში და ამავდროულად რბილი ძალით ჩრდილოეთისკენ მიგვაქანებს, ასევე გარკვეულწილად მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანაში ტერორისტების მხარდამჭერი და დამფინანსებელი პოლიტიკური ორგანიზაციის გაძლიერებას...“ - წერს გოგაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner