logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სენატორის წერილში საკმაოდ დიპლომატიურად არის მიდგომა ჩამოყალიბებული
- +

27 იანვარი. 2020. 14:58

 

 

„სენატორის წერილში საკმაოდ დიპლომატიურად არის მიდგომა ჩამოყალიბებული“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„ჩვენს მიერ შეთავაზებული სისტემა არანაირად არ გულისხმობს რომელიმე პარტიის უპირატესობას, ნებისმიერს შეუძლია ამ სისტემაში მოიპოვოს ხალხის ნდობაც და გასაკვირია, რომ ადამიანებს არ უნდათ მაჟორიტარად წარმოდგნენ და საზოგადოებას თვალი გაუსწორონ, პროპორციულშიც საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლობა ჰქონდეთ, თუ საზოგადოებამ მხარი დაუჭირა. ასე რომ, ჩვენს მიერ წარმოდგენილი წინადადება არის გზა, როგორ ავარიდოთ კრიზისს თავი. პროპორციულ არჩევნებს შეიძლება მოჰყვეს ისეთი შედეგი, რომელიც ვერ მოგვცემს შესაძლებლობას ჩამოვაყალიბოთ მთავრობა და დესტაბილიზაციაში შევიყვანოთ ჩვენი სახელმწიფო“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

ცნობისთვის, სენატორ როჯერ ვიკერის წერილი, რომელიც 19 დეკემბრით არის დათარიღებული, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა. სენატორის წერილში ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრებმა „ქართული ოცნებიდან“ ვერ მოახერხეს შეესრულებინათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაპირება, რომ გაატარებდნენ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც უზრუნველყოფდა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვას 2020 წელს. მასში ასევე საუბარია ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციის წევრების მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner