logo_geo
eng_logo
დიდუბის რაიონის გამგეობამ რაიონში არსებული დაზიანებული სპორტული მოედნების აღდგენა დაიწყო
- +

27 იანვარი. 2020. 19:10

 

 

დიდუბის რაიონის გამგეობამ რაიონში არსებული დაზიანებული სპორტული მოედნების აღდგენა დაიწყო. ამ ეტაპზე, სამუშაოები ევდოშვილის ქუჩის N2/10-სა და გვეტაძის ქუჩის N4-ში მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, იცვლება დაზიანებული საფარი, მავთულბადე, ფეხბურთის კარები და ბადეები, ასევე, კალათბურთის ფარები. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პე ბე“ 293 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner