დიდუბის რაიონის გამგეობამ რაიონში არსებული დაზიანებული სპორტული მოედნების აღდგენა დაიწყო. ამ ეტაპზე, სამუშაოები ევდოშვილის ქუჩის N2/10-სა და გვეტაძის ქუჩის N4-ში მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, იცვლება დაზიანებული საფარი, მავთულბადე, ფეხბურთის კარები და ბადეები, ასევე, კალათბურთის ფარები. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პე ბე“ 293 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებს.