logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა მინისტრი იტალიის ელჩს შეხვდა
- +

28 იანვარი. 2020. 11:00

 

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდა.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. ვახტანგ გომელაურმა ენრიკო ვალვოს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა და ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და იტალიას შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner