logo_geo
eng_logo
გიორგი ჩაკვეტაძე: ბრალს მდებენ, თითქოს მე ვმონაწილეობდი ფიზიკურ დაპირისპირებაში - ეს არის დიდი ტყუილი
- +

28 იანვარი. 2020. 12:39

 

თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე 24 იანვარს, თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიაში არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, ის დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა და მხოლოდ სხდომას ხელმძღვანელობდა. ამასთან, საკრებულოს წევრი აღნიშნავს, რომ მისთვის  მიუღებელია როგორც ფიზიკური დაპირისპირება, ისე პიროვნული შეურაცხყოფა.

 

„ამ ეპიზოდში ჩემი მონაწილეობა სხდომის თავმჯდომარეობით შემოიფარგლებოდა. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზღვარგადასული პიროვნული შეურაცხყოფა მიუღებელია. მომხდარი დაპირისპირების შემდეგ,  ვიხილეთ დესტრუქციული ძალის წარმომადგენლის ფიზიკური ანგარიშსწორებაც ჩემს თანაგუნდელზე. სიცრუე და დეზინფორმაცია არის ამათი ხელწერა, ისევე როგორც ძალადობა. მექანიკურად თუ გამიზნულად ბრალს მდებენ, თითქოს მე ვმონაწილეობდი ფიზიკურ დაპირისპირებაში - ეს არის დიდი ტყუილი - მე სხდომა მიმყავდა“, - აღნიშნავს გიორგი ჩაკვეტაძე.

 

სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დამლაგებლების შრომითი ანაზღაურების საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, დასაფასებელია ის შრომა, რომელსაც ეს ადამიანები ასრულებენ. გიორგი ჩაკვეტაძე განმარტავს, რომ ტენდერის მიხედვით, კონკრეტული კომპანია გაწეულ სამუშაოს თავად ანაზღაურებს.

 

„დასაქმებულებს აქვთ მოქნილი გრაფიკი და დღეში საშუალოდ 2-3 საათი მუშაობენ საკრებულოში. ისინი სხვა დაწესებულებების სისუფთავეზეც ზრუნავენ“, - დასძინა გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner