logo_geo
eng_logo
უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება
- +

28 იანვარი. 2020. 12:44

 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რომ ჩინეთთან ფრენები აიკრძალება და უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება.

 

მისივე თქმით, დღეს, დღის მეორე ნახევარში გაიმართება შეხვედრა, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა გზით მოხდება ამ მოქალაქეების ევაკუაცია.

 

„ჩვენ იმდენად აქტიურ პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებთ, რისკი აქედან გამომდინარე არის დაბალი. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საფრთხე შეიძლება არ დადგეს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავიყვანოთ მინიმუმადე საფრთხის გაჩენის რისკი. მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. ჩვენ ჩართული ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში, შესაბამისად ვაკეთებთ ყველაფერს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner