logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი იტალიის ელჩს შეხვდა
- +

28 იანვარი. 2020. 14:30

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა იტალიელ დიპლომატს საქართველოს მიმართ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება NATO-საქართველოს არსებით პაკეტზეც გაამახვილა და SNGP-ის განვითარებაში იტალიის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამხედრო განათლების სფეროში იტალიის წვლილს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის ეს ტენდენცია მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner