logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: ოპოზიციაში არავითარი ერთიანობა არ არის
- +

28 იანვარი. 2020. 14:41

 

„ოპოზიციაში არავითარი ერთიანობა არ არის“, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, რეალურად ერთობა არ არსებობს იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომელსაც საზოგადოება ბოლო პერიოდში ერთი მაგიდის ირგვლივ ხედავდა.

 

„ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვისაც ძალიან უცნაური იყო იმ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, რომელსაც ჩვენ ერთ მაგიდასთან ვხედავდით, მათ შორის ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავდით იმასაც, რომ ამ პარტიებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობდა. ეს ბუნებრივი პროცესია და დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის რეალურად ერთობა არ არსებობს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

მისივე შეფასებით, ერთობა ფიზიკურად ვერ იარსებებს თუნდაც აღნიშნული პარტიების საგარეო ორიენტაციიდან გამომდინარე.

 

„ფიზიკურად ვერ იარსებებს ერთობა იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, მათი პოლიტიკური პლატფორმებიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, საგარეო ორიენტაციიდან გამომდინარე, რომლებიც დღეს წარმოაჩენენ თავს, როგორც ერთიანი ოპოზიცია. რა თქმა უნდა, არავითარი ერთიანობა ოპოზიციაში არ არის. ამ თვალსაზრისით ქვეყნის განვითარებისთვის ეს ოპოზიცია გაერთიანებული არ არის. რაც შეეხება საარჩევნო მოდელს, შესაძლოა, ეს არის საკითხი, სადაც ოპოზიციას შეიძლება, რამე საერთო ჰქონდეს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner