logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: არანაირ სამთავრობო ცვლილებებს არ ველოდებით
- +

28 იანვარი. 2020. 14:42

 

„ჩვენ არანაირ სამთავრობო ცვლილებებს არ ველოდებით“, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

„რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ესეც არის თემა, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს არის „ფეიკ ნიუსების“, ანუ არასწორი, თითქოს ახალი ამბების, მაგრამ სინამდვილეში ისტორიების შეთხზვის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი, რასაც სამწუხაროდ, ახორციელებს როგორც ჩვენი ოპოზიცია, ასევე ცალკეული მედიასაშუალებები. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და შესაბამისად, ჩვენ არ ველოდებით არანაირ სამთავრობო ცვლილებებს“, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

 

მისი თქმით, არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანია მოსახლეობაში არასტაბილურობის განცდის შექმნა.

 

„ჩვენი ოპოზიციური ძალებისა და მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, მოსახლეობას შეუქმნან არასტაბილურობის განცდა. სამთავრობო ცვლილებებზე – როგორც გიორგი გახარიას წასვლა, ბიძინა ივანიშვილის მოსვლა და შესაბამისად, რამე სახის სამთავრობო მნიშვნელოვან ცვლილებებზე არ გვაქვს საუბარი. აქედან გამომდინარე კითხვა, მე დავრჩები თუ არა მინისტრთა კაბინეტში, აზრს მოკლებულია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner