პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„როგორც მითხრეს, საქართველოს კულტურის მინისტრის პოსტზე დასანიშნად განიხილება ელისო ბოლქვაძის კანდიდატურა!
მადლობა ამ არჩევანისთვის!
ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა კულტურას! ადამიანი, რომელიც დაბადებიდან ემსახურა კულტურას! რომელიც დაიბადა ლიტერატორების ოჯახში და 3 წლის ასაკიდან ყველა იცნობდა როგორც ვირტუოზ მუსიკოსს. ქართველი, რომელმაც პირველმა მიიღო UNESCO-ს სტატუსი „ხელოვანი მშვიდობისთვის“!
ქალი, რომელსაც მიღებული აქვს სპეციალური პრიზი „ქართული კულტურის ამაგდარი“.
არასოდეს დამიწერია წინასწარ ვინმეზე... მაგრამ როდესაც ეს ინფორმაცია გავიგე, გული გამინათდა! ხომ არსებობს ხორცშესხმული სიამაყე?!...
ჰოდა, აი, ეს არის ელისო ბოლქვაძე ჩემთვის!
ქართველი ქალი! კულტურის ამაგდარი! საოცრად განათლებული! მსოფლიო აღიარების უმაღლეს მწვერვალზე მყოფი!...
საქართველოს კულტურის მინისტრი!“ - წერს ხოფერია.