logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: დაჭრილ ან დაშავებულ ჯარისკაცებს უკვე აქვთ სახელფასო დანამატი 200-დან 800 ლარამდე და ეს ბატონი ირაკლის დამსახურებაა
- +

28 იანვარი. 2020. 16:45

 

პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრს მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე ბოლო პერიოდში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს დაჭრილ ან დაშავებულ ჯარისკაცებს უკვე აქვთ სახელფასო დანამატი 200-დან 800 ლარამდე.

 

„ეს ყველაფერი კეთდება თქვენთვის, ისევე, როგორც კეთდება იმ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებისთვის, რომლებთან ერთადაც თქვენ დღეს მხარდამხარ იბრძვით სამშვიდობო მისიებში და რომლებთან ერთადაც ჩვენ ყველა ერთად ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

„პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ქალბატონ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და ჩვენს სტუმრებს. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მინისტრს, რომელმაც უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა. მაგალითად, მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, დაჭრილ ან დაშავებულ ჯარისკაცებს, მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, უკვე აქვთ სახელფასო დანამატი 200-დან 800 ლარამდე და ეს ბატონი ირაკლის დამსახურებაა. თითოეულ თქვენგანს, პირველ რიგში, მსურს გისურვოთ მშვიდობა და ჯანმრთელობა. მინდა ვისურვო, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მეგობრების ქვეყნებში მსგავსი სარეაბილიტაციო ცენტრები უბრალოდ არ გვჭირდებოდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

წეროვანში რეგიონში უპრეცედენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. ახალი ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო და სამედიცინო ტექნიკით, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner