ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანი დავით ახრახაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„თუ კარგად დავაკვირდებით, იმ დღეს საკრებულოში რა მოხდა, კარგად შევნიშნავთ, რომ პირველ შემთხვევაში ლევან ხაბეიშვილი დაესხა თავს იმ შურღაიას, რომელმაც დამამცირებელი ჟესტი გამოიყენა ამ უტვინოს კოკორახზე, თუმცა, ადგილი არ ჰქონია თავდასხმას... თავს ლევან ხაბელაშვილი დაესხა...
იქვე მეორე შემთხვევაშიც მეორე დეპუტატს დაესხა თავს, „შენც ხომ გინდოდა, დაგერტყაო“...
ხაბეიშვილო, მთელ საქართველოს უნდოდა იმ დღეს შენი დაჩეჩქვა და ეგღა გვაკლია, ახლა ეს საბაბი იყოს, თავს დაგვესხა...“ - წერს ახრახაძე.