logo_geo
eng_logo
ვანო ოქროპირიძე: გამოძიებით დადგენილია, რომ სპეცრაზმელი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა
- +

29 იანვარი. 2020. 14:36

 

 

 

„თემირლან მაჩალიკაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე იმის დასადგენად, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა სპეცრაზმელი, ჩატარდა სრულყოფილი და ამომწურავი გამოძიება“, - ამის შესახებ პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

 

„გამოკითხულ იქნა 124 პირზე მეტი, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და 10-ზე მეტი ექსპერტიზა. გამოკითხულ იქნა უშუალოდ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, მეზობლები, სპეცოპერაციის მონაწილე ყველა პირი, ასევე სუს-ის გამომძიებლები და ხელმძღვანელი პირები, ვისაც 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან შემხებლობა ჰქონდა“, - განაცხადა ვანო ოქროპირიძემ.

 

როგორც პროკურორმა განაცხადა, თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის საფუძველი მისი ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირი გახდა.

 

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინება თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების შესახებ“ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სუს-ის წარმოებაში არსებულ საქმეზე არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ხუთ პირს, მათ შორის, თემირლან მაჩალიკაშვილს კავშირი ჰქონდათ ტერორისტულ დაჯგუფებასთან და ისინი უზრუნველყოფდნენ მათ საცხოვრებლით და სხვა რესურსების მიწოდებით. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული იქნა სპეცოპერაცია, სადაც შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის წევრებმა, აჰმეტ ჩატაევმა და მისმა თანმხლებმა ორმა პირმა სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმს, რა დროსაც ლიკვიდირებულ იქნა აღნიშნული ორი პიროვნება და აჰმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. მოცემულ შემთხვევაში თემირლან მაჩალიკაშვილი და დარჩენილი 4 პიროვნება აღნიშნულ პირებთან კავშირში იყვნენ და ოთხივე პირის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული გარემოება დაედო საფუძვლად, რომ ჩატარებულიყო სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში და სწორედ სპეცრაზმელის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი შევიდა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში, მოწოდება იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ, რომ მას ეჩვენებინა ხელები, თუმცა, იგი არა დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, შეეცადა, რომ ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედებაში მოეყვანა და სპეცრაზმელის მიერ ამ დროს განხორციელდა გასროლა. გამოძიებით დადგენილია, რომ სპეცრაზმელი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, რისკი იყო იმწუთიერი, როგორც მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ასევე გარშემომყოფი პირებისათვის და სწორედ ამ მოტივით მოახდინა სპეცრაზმელმა გასროლა. გამოძიებით უტყუარად იქნა დადგენილი, რომ სპეცრაზმელი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და მისი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილი არ ყოფილა“, - განაცხადა პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner