ანალიტიკოსი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ბაქოში ილჰამ ალიევის თხზულებათა (გამოსვლები, სიტყვები, პრესკონფერენციები, შეხვედრები...) მრავალტომეულის - საერთო სახელწოდებით „განვითარება ჩვენი მიზანია“ - 93-ე ტომი გამოსულა.
მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემულ წიგნში თავმოყრილია ის მასალები, რომლებიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქმიანობას ასახავს 2019 წლის თებერვალ-მარტში.
სხვა დოკუმენტებთან ერთად, 93-ე ტომში შესულია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, მხარეთა მოლაპარაკებები, ერთობლივი გამოსვლები, ფოტოები და ა.შ.
https://www.trend.az/azerbaijan/politics/3175949.html
შედარებისთვის:
დღეისათვის, თუ არ ვცდები, მამა ალიევის თხზულებათა 50 ტომია გამოსული, მაო ძედუნის - 10 ტომი, ვლადიმერ ილიჩის - 55 ტომი, იოსებ ბესარიონოვიჩის - 18 ტომი (შენიშვნა: სტალინის მრავალტომეულის გამოცემა მისი სიკვდილის შემდეგ შეწყდა)“, - წერს სიმონ კილაძე.