ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მე მგონი, ეს კონგრესმენი პიტ ოლსონი ფსიქიატრმა უნდა შეამოწმოს!
საქართველო სანაგვეს შეადარა ამ გარეწარმა!
არ გამოდგეს ახლა ვინმე ადგილობრივი წარმოების გარეწარი და არ მითხრას, კონგრესმენს გარეწარს როგორ უწოდებო!
ამას როგორ გვკადრებენ?!
ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფო ვართ თუ ამ უტვინოების გასათელი ნაბადი?!
ამერიკა თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ეს „დიდოელი ლეკი“ ამდენს როგორ ბედავს?!
კონგრესმენმა, წარმომადგენელთა პალატის წევრმა პიტ ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ ლიდერს პუტინის მარიონეტი უწოდა და სხვა კონგრესმენებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოში საპროტესტო მოძრაობას.
„მე მაქვს კითხვა: რა საერთო აქვთ „სეზამის ქუჩის“ პერსონაჟ Oscar The Grouch-ს („უხასიათო ოსკარი“) და ქართველ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? რა აქვთ მათ საერთო? ორივე მათგანი არის მარიონეტი, რომელიც სახლს ანაგვიანებს. ვლადიმირ პუტინის მარიონეტი თავს დაესხა ამერიკელ ინვესტორს საქართველოში და ასევე შეუტია ადამიანის ძირითად უფლებებს“, – აღნიშნა პიტ ოლსონმა.
კონგრესმენმა ისაუბრა ამერიკულ ნავთობკომპანია „ფორნტერაზე“, რომელიც საქართველოში ნავთობს 1990-იანი წლებიდან მოიპოვებს და ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა. კომპანიამ გაათავისუფლა საქართველოში დასაქმებული პირები, რომლებიც მისგან თითქმის ერთწლიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.
კონგრესმენ ოლსონის თქმით, აღნიშნული კომპანია წლების განმავლობაში წარმატებით ქმნიდა სამუშაო ადგილებს.
„ეს ხდებოდა მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლებამ არ ჩაიგდო ყველა ოპერაცია და არ დაეუფლა მათ ტექნიკას. რა თქმა უნდა, ვლადიმირ პუტინი ბედნიერია, რომ გააკონტროლებს საქართველოს ნავთობს. გამოღვიძების დროა, ქართველ ხალხს სჭირდება ჩვენი დახმარება, შემომიერთდით და ხმა ავიმაღლოთ საქართველოში თავისუფლებისთვის“, - მოუწოდა პიტ ოლსონმა კონგრესმენებს.
მან თავისი გამოსვლის ვიდეო „ტვიტერზე“ შემდეგი ტექსტით დააშეარა: „დღეს წარმომადგენელთა პალატაში ვისაუბრე ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, რომლებიც ითხოვენ საქართველოში კორუმპირებული მთავრობისა და რუსეთის გავლენის დასრულებას.
რაც შეეხება Oscar The Grouch-ს („უხასიათო ოსკარი“), ეს არის ამერიკული სატელევიზიო შოუს, „სეზამის ქუჩის“ პოპულარული პერსონაჟი, რომელიც ნაგვის ურნაში ცხოვრობს და უსარგებლო ნივთების, ნაგვის შეგროვებითაა დაკავებული“, - წერს მძინარაშვილი.
https://netgazeti.ge/news/422945/