logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: მაინცდამაინც ისტიშხადი არ უნდა მომხდარიყო ამ ქვეყანაში, რომ თავში ხელი შემოგვერტყა
- +

29 იანვარი. 2020. 17:39

 

 

„ალბათ, მადლობა უნდა ვუთხრათ შესაბამის უწყებებს, რომლებმაც ჩანასახშივე აღკვეთეს ეს თემა და მივუსამძიმროთ იმ სპეცნაზელების ოჯახებს, რომლებიც შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის სიმშვიდეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა კობალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა და გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„კონკრეტულად რომ გავშალოთ ეს თემა არის სამართლებრივი, პრაქტიკული და პოლიტიკური ნაწილი. მაინცდამაინც ისტიშხადი არ უნდა მომხდარიყო ამ ქვეყანაში, რომ თავში ხელი შემოგვერტყა - უი, რატომ არ აღკვეთეს. ამისთვის მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან დინამიკა, მოქმედება, უდიდესი სამუშაო და რუტინა იყო ჩატარებული და ეს ფაქტი აღიკვეთა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვართ მამები, ხუთი შვილი მეზრდება და ადამიანურად მესმის და ვუსამძიმრებ შვილმკვდარ მამას, მაგრამ არის სახელმწიფო უსაფრთხოება, სიძლიერე და ჩვენ ვიცით ერთი რამ, რომ ტერორიზმს არ გააჩნია საზღვრები. მითუმეტეს დინამიკას თუ გავიხსენებთ იმ პერიოდისას. ჩვენი ძალოვანების კომპეტენტური და შეთანხმებული მუშაობა რომ არ ყოფილიყო, შეიძლება შავ ფონზე გაგვეგრძელებინა ეს თემა“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner