რაში სჭირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ახმედ ჩატაევი - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ისაუბრა.
„მზადდებოდა საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გარკვეული ავანტიურისათვის. სამწუხაროდ, არ შემიძლია ფრჩხილების გახსნა. ეს დაიწყო 2012 წლის გაზაფხულზე. დაიწყო ევროპის ზოგიერთი ქვეყნიდან ხალხის ჩამოყვანა, რომლის ნაწილი დაბრუნდა უკან, ნაწილი დარჩა აქ და საბოლოო ჯამში იმავე წლის აგვისტოში აღმოჩნდა ლაფანყურში. მე ვიყავი სახალხო დამცველთან უჩა ნანუაშვილთან არსებული ლაფანყურის მოვლენების კომისიის წევრი და ძალიან კარგად ვიცი, რაც ხდებოდა.
რა ავანტიურაც იგეგმებოდა მაშინ, ამისთვის საჭირო იყო ჩატაევისნაირი ტიპი, რომელიც უკვე ახლოს იყო ისლამისტურ იატაკქვეშეთთან. მაშინ, ხელისუფლების მიერ დაშვებულმა საერთაშორისო ავანტიურაში ჩართვის სურვილმა, ამ ახალგაზრდების სიკვდილი გამოიწვია და ამავდროულად საშინლად შეილახა ქვეყნის რეპუტაცია“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.