ამ წუთებში პატარა ანიტას მდგომარეობის შესახებ უახლესი ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც ჯგუფის წევრი ნათია გოდერძიშვილი წერს, ანიტას აქვს შინაგანი სისხლდენა.
„ანიტელებო, უკვე მერამდენედ, მაგრამ თქვენდამი უდიდესი რწმენით სავსე კიდევ ერთხელ გთხოვთ, ილოცოთ ანიტასთვის. ჩვენი გოგოს მდგომარეობა კრიტიკულია, ბავშვს აქვს შინაგანი სისხლდენა. მარიკო და გიორგი არ უშინდებიან ამ განსაცდელ,ს ისევე, როგორც ჩვენ, რადგან თქვენი ლოცვის იმედი გვაქვს. ეს არის ის სასწაული, რამაც აქამდე მოგვიყვანა და ამდენი განსაცდელისგან გვიხსნა. ეს არის ის, რაც მიგვიყვანს ანიტას გამოჯანმრთელებამდე“, - წერს ნათია გოდერძიშვილი.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ავსტრიის შემდეგ ანიტას ოპერაციაზე იტალიის კლინიკამაც უარი თქვა, ბავშვისთვის ოპერაციის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა კი ვერც ბელარუსმა აიღო, ანიტას ოჯახმა შეთავაზება ინდოეთიდან მიიღო და ანიტა ინდოეთში გადის მკურნალობის კურსს.