„ნაციონალური მოძრაობა“ არის ბნელი ძალა, რომელიც ამ ქვეყანას ებრძვის ყველგან, სადაც შეუძლიათ“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.
„ნაცმოძრაობამ“ მარტო ჩატაევი კი არ ჩამოიყვანა, თითქმის ყველა ჯგუფის წევრი ჩამოყვანილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, აქ ხვდებოდნენ უშიშროების წარმომადგენლები, აბინავებდნენ, იარაღს უფორმებდნენ. ეს ყველაფერი ხომ ნანახი გვაქვს. ისინი საქართველოში იყვნენ ავანტიურის ჩასატარებლად. ჩატაევი იყო კაცი, რომელიც თავისი ამოცანის შესასრულებლად ეშმაკს შეეკვრებოდა. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის უშიშროებასთანაც ჰქონდა ურთიერთობა და სხვა უშიშროებებთან.
კითხვები აღარც თარგამაძესთან არის, აღარც სააკაშვილთან, აღარც ბოკერიასთან, ეს არის ხალხი, რომელიც ებრძვის ამ ქვეყანას, მაგრამ ამას წარმოაჩენენ ისე, თითქოს, ებრძვიან რომელიღაც პოლიტიკურ ძალას. მათი უკანასკნელი მოქმედებები ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში იმაზე მეტყველებს, რომ სძულთ მათ ეს ქვეყანა“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.