logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: ჩატაევის სახელი რამდენიმე პოლიტიკურ მკვლელობასთან მიმართებაში ამოტივტივდა
- +

29 იანვარი. 2020. 18:32

 

 

„რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა ტერორიზმის, საერთაშორისო ბოროტების სპონსორი“, - ამის შესახებ ექსპერტმა ნიკოლოზ მეტრეველმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„ჩატაევი ევროპაში შემჩნეულია ძალიან საეჭვო საქმიანობაში და ამის მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობას“ გადმოჰყავს ის საქართველოში და გაუგებარია, რისთვის იყენებს მას.

 

ძალიან სერიოზული ჟურნალისტური გამოძიება არის დაწყებული ევროპაში. ეს ადამიანები დამიკავშირდნენ, დეტალებს არ გავახმოვანებ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩატაევის სახელი რამდენიმე პოლიტიკურ მკვლელობასთან მიმართებაში ამოტივტივდა“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner