logo_geo
eng_logo
კახაბერ კუჭავა: შევეცდებით, რუსეთის დელეგაციას შევუქმნათ დისკომფორტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მათი მუშაობის კუთხით
- +

30 იანვარი. 2020. 11:07

 

„მაქსიმალურად შევეცდებით, რუსეთის დელეგაციას შევუქმნათ ყველანაირი დისკომფორტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მათი მუშაობის კუთხით“,  -განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავამ მას შემდეგ, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა წინადადებას რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე და რუსეთს უფლებამოსილება სრულად აღუდგინა.

 

„დღევანდელ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გადაწყვეტილება მინისტრთა საბჭოს მიერ, ეს  ფაქტიურად წინაპირობა იყო იმისი, რომ ალბათ ასეც მოხდებოდა და ეს ვიცოდით. თუმცა, ჩვენ შევეცადეთ ბოლომდე. სამწუხარო იყო, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ იყო მიღებული, მით უმეტეს, იმ სამარცხვინო გამოსვლების შემდეგ, რომელიც მათ ჰქონდათ ტრიბუნაზე, თუმცა, ვთვლით, რომ აუცილებელი იყო, დღეს დაფიქსირებულიყო ის, რაც დაფიქსირდა ჩვენი მხრიდან, უკრაინელების მხრიდან, სხვა ჩვენი ქვეყნების მეგობარი და მომხრეების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და კიდევ უფრო გავურთულებთ მათ მუშაობას. მაქსიმალურად შევეცდებით, შევუქმნათ ყველანაირი დისკომფორტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მათი მუშაობის კუთხით“, - განაცადა კახაბერ კუჭავამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner