logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის შემთხვევათა 98% ჩინეთში ფიქსირდება, თუმცა, დაავადების ექსპორტი ხდება
- +

30 იანვარი. 2020. 12:35

 

„ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 7 711 შემთხვევა ფიქსირდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის, ევროპის და ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრების ინფორმაციას ეყრდნობა. მისივე თქმით, დილით ყველაზე განახლებული მონაცემები ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აქვს და მან პრესკონფერენციაზე სწორედ ეს მონაცემები გაახმოვანა.

 

„ერთი დღის განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა 1 737-ით. გარდაცვლილია 170 ადამიანი. 31 დეკემბრიდან დღემდე დაავადების ექსპორტი მოხდა 11 ქვეყანაში. შემთხვევების სწრაფი ზრდა ფიქსირდება. მიუხედავად იმ ღონისძიებებისა, რასაც ჩინეთის მთავრობა ატარებს, ექსპორტი ხდება. 98 პროცენტი შემთხვევების ჩინეთში ფიქსირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner