logo_geo
eng_logo
ნინო ლაბარტყავა: ყველა, ვინც ამიერიდან მაჩალიკაშვილს მხარს დაუჭერს, არის ტერორიზმის მიმართ ტოლერანტული ნაძირალა!
- +

30 იანვარი. 2020. 16:51

 

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კიდევ უფრო ვრცლად მინდოდა დამეწერა, მარა იყოს ეს, რაც არის.

 

გუშინ „არენაში“ გასული ფილმის შემდეგ, რომელიც ტერორისტ აჰმედ ჩატაევს, მის თანამებრძოლ ტერორისტებს, მასთან კავშირში მყოფ პირებს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ჩატარებულ სპეცოპერაციას და ამ თემებზე არსებულ სხვა დეტალებს ეხებოდა - მე კითხვები აღარ მაქვს.

 

ჩემთვის ყველა ის ადამიანი, ვინც ამიერიდან მაჩალიკაშვილს მხარს დაუჭერს „სიმართლის ძიებაში“, ან კიდევ ვინც მის სახელს და პიროვნებას სხვადასხვა პოლიტიკური სპეკულაციებისათვის გამოიყენებს - არის ტერორიზმის მიმართ ტოლერანტული, სახელმწიფოს დასაქცევად მომართული ნაძირალა!

 

ადამიანი, რომელიც აგერ უკვე 2 წელია, აქციებს აწყობს „სიმართლის დადგენის მოთხოვნით“ და კარვებს დგამს საკანონმდებლო უწყების წინ - როგორც მინიმუმ, საქმის კურსში იყო, რომ მისი შვილი ჩატაევთან და სხვა ტერორისტებთან იმყოფებოდა კავშირში!

 

ამის თქმის საფუძველს მაძლევს ქართული გამოძიების შედეგად დადგენილი ფაქტი: როდესაც ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულა, პირველი, ვისაც დაურეკა, იყო თემირლან მაჩალიკაშვილი. მას, დაახლოებით, 1 წუთი ესაუბრა. საუბრის შემდგომ კი, თემირლანი ეგრევე ურეკავს მამამისს, მალხაზ მაჩალიკაშვილს! მართალია, ეს გამოძიებამ არ თქვა, მაგრამ მე ვვარაუდობ, რომ თემირლანმა მამამისი ჩააყენა საქმის კურსში, რომ ჩატაევი უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო შემოსული!

 

რაც შეეხება ხელყუმბარის ამოღების ოქმზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ხელმოწერას: ის სულ იძახდა, რომ მას ხელი არ მოუწერია ამ ოქმზე. გუშინდელ გადაცემაში კი ვიზუალურად ვნახეთ, რომ არათუ იმ ოქმზე, არამედ, ოქმის სხვა ფურცლებზეც 3-4 ხელმოწერა აქვს გაკეთებული! ჰოდა, კალიგრაფიული ექსპერტიზა რომ არსებობს, გააგებინეთ ვინმემ მაგას და შემდეგში ყველგან ხელს ნუ მოაწერს აწი, თორემ ვეღარ „გააპრავებს“ მერე.

 

ძალიან ბევრი დეტალი და მტკიცებულებაა, რითაც დგინდება, რომ თემირლანი ჩატაევთან და მის დაჯგუფებასთან იყო კავშირში. რაც მთავარია, ძიების პროცესში მონაწილეობას უცხოელი ექსპერტებიც ღებულობდნენ - მაგალითად, თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონი, გამოკვლევის მიზნით, ამერიკაში გაგზავნეს და მიღებული მონაცემები შემდეგ ქართულ მხარეს გადმოეცა!

 

„ვოთსაფით“ მიმოწერაში თემირლანი მეგობარ გოგონას უმხელდა, როგორ გეგმავდა ტერორისტული აქტის განხორციელებას მეტრო „სადგურის მოედანზე“, შიგნით!

 

ჩატაევის დაჯგუფების წევრები თბილისში, კალოუბნის ქუჩაზე როცა ცხოვრობდნენ ქირით (სანამ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გადავიდოდნენ საცხოვრებლად), ბინის მეპატრონეს ქირა რამდენჯერმე თავად თემირლან მაჩალიკაშვილმა გადაუხადა! უფრო მეტიც, ბინაში მცხოვრებ ტერორისტებს „ვაიფაის“ პაროლად „თემირლანი“ ეყენათ.

 

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: კალოუბნის ნაქირავებ ბინაში, ინტერნეტის მომსახურების ხელშეკრულებაში, თემირლანის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის პირადი ნომერია მითითებული, ანუ აღნიშნული ხელშეკრულება მალხაზ მაჩალიკაშვილის პირადობით არის გაფორმებული!

 

სხვადასხვა დროს, სპეცოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე, ჩატაევთან დაახლოებული პირები თემირლანის საბანკო ანგარიშზე, ისევე, როგორც ჩატაევის დაჯგუფების სხვა წევრებზე, კონკრეტული რაოდენობის თანხებს რიცხავდნენ!

 

ხელყუმბარაზე, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელში იპოვეს, აღმოჩენილი იყო სისხლის ლაქები, რომელიც დნმ-პროფილით თემირლან მაჩალიკაშვილის დნმ-პროფილს შეესაბამებოდა! ხელყუმბარაზე არსებული ბიოლოგიური მასალაც თემირლანის ბიოლოგიურ მასალასთან იყო თანხვედრაში!

 

ეს ძალიან მოკლედ დავწერე, ბევრი ნახავდით ამ გადაცემას გუშინ.

 

ისე, წეღან ვფიქრობდი - რას იზამდა სააკაშვილის დროინდელი სპეცრაზმი ზუსტად იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაც თემირლანის საძინებელში განვითარდა?

 

და ვიცი, რასაც იზამდა: როგორც კი თემირლანი გაინძრეოდა, სხეულზე ადგილს არ დაუტოვებდნენ მთელს, იმდენ ტყვიას ესროდნენ და დახვრეტდნენ!

 

და რა ქნა იმ სპეცრაზმელმა, ვინც თემირლანის ოთახში იმყოფებოდა? მხოლოდ ერთხელ გაისროლა! მხოლოდ ერთი ტყვია! და ისიც - ზუსტი! არანაირი დაცხრილვა და გადაბუგვა არ მოუხდენიათ არც ადგილის, არც ადამიანის! მომდინარე საფრთხე მხოლოდ ერთი გასროლით გადაწყდა!

 

ჰოდა, რისი თქმა მინდა: „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამ დრომდე სპეკულირებს შვილმკვდარი მამის ცნებით და ჭკუაზე არ არის, ისე უნდა ქვეყნის ატრიალება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება - რეალურად, პირდაპირ არის ტერორიზმის მხარდამჭერი და ტერორიზმის ხელშემწყობი! ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა, ოღონდაც ხელისუფლებაში მოვიდნენ ისევ, რომ ახლა უკვე გაასმაგებული ძალებით დაერიონ ხალხს!

 

ყველა ის ადამიანი, ვინც ტერორიზმის მიმართ შემწყნარებელია და მას მხარდაჭერას უცხადებს, იცავს ტერორიზმში ეჭვმიტანილ ადამიანებს, ტერორისტებთან კავშირში მყოფ პირებს და აქციას აქციაზე აწყობს - არის ამ ქვეყნის მტერი, ნაგავი და ნაძირალა!

 

ჩემი დიდი პატივისცემა ტერორისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციაში დაღუპული სპეცრაზმელის ვანო გოლაშვილის ხსოვნას!

 

დიდება გმირებს!

 

ჩემი დიდი პატივისცემა ყველა იმ სპეცრაზმელს, ძალოვანი უწყებების ყველა იმ წარმომადგენელს, ვინც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოებას საკუთარი რისკის ფასად იცავს! ყველა ღირსეულ, კეთილსინდისიერ თანამშრომელს მადლობას ვუხდი, რომ ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს სერიოზული ტრაგედიები ააცილეს თავიდან და მომავალშიც ამ საქმის სამსახურში იქნებიან!“ - წერს ლაბარტყავა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner